სენაკში ხანძარი გაჩნდა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში თხილის პლანტაციაში ხანძარი გაჩნდა. 

ადგილზე ხუთი სახანძრო- სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. 

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.