სერგო ვარდოსანიძე თანამდებობას ტოვებს

ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე თანამდებობას ტოვებს.

როგორც ვარდოსანიძე ამბობს, გადადგომის მიზეზი მეუფე იაკობთან განსხვავებული ხედვებია.

"პატრიარქთან შეტანილი მაქვს გადადგომის განცხადება. გადადგომის მიზეზია განსხვავებული ხედვა სასწავლო, აკადემიური და უნივერსიტეტის პერსპექტიულ განვითარებაზე. მეც გადავდექი და გადადგა დეკანიც. შეუძლიათ თქვან, რომ არ დავაკმაყოფილებო, თუმცა მე მაინც არ დავრჩები. 

მე არ ვარ ახლა იმ ასაკში, რომ მივბრუნდე, განა ეს ჩემი გაბუტვისაა, მე სხვა შეხედულება მაქვს, იმას სხვა შეხედულება აქვს", - განაცხადა სერგო ვარდოსანიძემ "მთავართან".