სეტყვა და ძლიერი ქარი - საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

საქართველოში 8 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. სინოპტიკოსები სეტყვასა და ქარის გაძლიერებას ვარაუდობენ. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.