სეტყვამ დედოფლისწყარო დააზარალა

10-წუთიანმა სეტყვამ დედოფლისწყარო დააზარალა. დაზიანებულია მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, განადგურებულია ერთწლოვანი ბოსტნეული კულტურები.

როგორც დედოფლისწყაროს მერმა, ნიკა ჯანიაშვილმა განაცხადა, ძირითადი მოსავალი გადარჩა და სეტყვამ მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა.