შაქარაშვილის ბიძა: ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია.

ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს შაქარაშვილის ბიძამ დაუდასტურა.

"დასკვნას უკვე გავეცანი. ჯერ სავარაუდოდ სამართალდამცველები გააკეთებენ განცხადებას, რადგან ექსპერტიზის ინიციატორი მხარე ისინი იყვნენ. ჩვენ დღის ბოლოს გავაკეთებთ განცხადებას,"- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

კითხვაზე, მისაღებია თუ არა გარდაცვლილის ოჯახისთვის აღნიშნული დასკვნა, ნიკოლაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე დღეს განცხადებას გაავრცელებენ.