შალვა ნათელაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს შალვა ნათელაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

როგორც ნათელაშვილი წერს, ინფექციას მსუბუქი მიმდინარეობა აქვს და სახლში, 2 კვირიან თვითიზოლაციაში იმყოფება. 

"ძვირფასო მეგობრებო, დამიდგინდა კოვიდი. პროცესი მიმდინარეობს მსუბუქად. ვარ ორკვირიან იზოლაციაში და ვმუშაობ სახლიდან. ყველა ძალიან მენატრებით და მიყვარხართ",წერს შალვა ნათელაშვილი.