შაორის ტბაში მოზარს ეძებენ

რაჭაში, შაორის ტბაში მოზარდს ეძებენ. 14 წლის ბიჭი ტბაში რამდენიმე საათის წინ ჩავარდა.

ამბროლაურის მერის ინფორმაციით, ბიჭი ფოტოს გადასაღებად ქვაზე ავიდა, ფეხი დაუცურდა და გადავარდა.

მოზარდი საჩხერის მკვიდრია და ის რაჭაში ექსკურსიაზე იმყოფებოდა. მოსწავლეებს თან მშობლები და მასწავლებლები ახლდნენ.

მაშველები მოზარდს ამ დრომდე ეძებენ.