შარდენის ქუჩაზე ღვინის ფესტივალი გაიმართება

თბილისში ღვინის ფესტივალი გაიმართება. 12 ოქტომბერს მეწარმეები ღვინის იმ ნიმუშებს წარმოადგენენ რომლებიც ექსპორტზე გააქვთ. გამოფენა-გაყიდვა შარდენის ქუჩაზე მოეწყობა.

2012 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 50 კომპანია იყო დარეგისტრირებული. დღეს კი 1000-მდე მცირე, საშუალო მარანი და დიდი კომპანიაა.