შატილში საჯარო სკოლა იწვის

შატილში საჯარო სკოლა იწვის. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ადგილზე 3 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული. მათი თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. 

შატილის სკოლა-პანსიონი 2005 წელს, გერმანელი დონორების დაფინანსებით აშენდა. სკოლაში ამ დროისთვის 8 მოსწავლეა რესგიტრირებული.