თბილისის 6 რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო დღეს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,თელასი" ავრცელებს. 

შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

სამგორის რაიონი- 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ორხევის დასახლების, თვალჭრელიძის, მშვიდობის და მაისურაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების II, III, IIIა მიკრორაიონების და სესილი თაყაიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი -10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხეთის, ლაღიძის, ოსიპ მანდელშტამის და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი- 12:30 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათის მთის, ცაიშის და ქვალონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი - 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის და მუხიანის ნაკვეთების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი -10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავშნის, ნუშის, მონადირეს, ფირცხალავას და ავალიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევსურეთის, ცოტნე დადიანის, სვანეთის, ლეჩხუმის და წმინდა მელქისედეკის I ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი - 01 საათიდან 05 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერაბ ალექსიძის, კვერნაძის, ანდრია აფაქიძის, ბერბუკის, ალმასიანის და ასლანიდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.