შეფერხება თბილისის მეტროში

მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში" შეფერხება იყო. მოძრაობა 20 წუთის განმავლობაში შეფერხდა.

როგორც report.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, აღნიშნული შეფერხება საბურთალოს ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა, რომელიც ამ წუთებში უკვე აღმოფხვრილია.