შეფერხება თბილისის მეტროში

მეტროსადგურ "სამას არაგველსა" და ავლაბრის მეტროს შორის გადაადგილება დროებით შეფერხდა.

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი ვაგონში ერთ-ერთი მგზავრის შეუძლოდ ყოფნა იყო. 

ათივე ინფორმაციით, გადაადგილება 4 წუთის განმავლობაში იყო შეზღუდული. მას შემდეგ კი რაც მგზავრი მეტროდან გაიყვანეს, მოძრაობა აღდგა.