შეფერხება თბილისის მეტროში

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე რამდენიმე წუთის წინ მოძრაობა შეფერხდა. როგორც report.ge-ს  სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მიზეზი სისტემის ტექნიკური ხარვეზი იყო და მოძრაობა სულ 10 წუთის განმავლობაში იყო შეწყვეტილი.     

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ხარვეზი აღმოფხვრილია და მეტრო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.