შეიძლება თუ არა გრიპისა და კოვიდის ვაქცინის ერთად გაკეთება

გრიპისა და კოვიდის ვაქცინის გაკეთება ერთსა და იმავე დღეს შეიძლება, ერთ მკლავზე ერთი, მეორე მკლავზე - მეორე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მაგრამ თუ „ფაიზერი“ უკვე გაკეთებული გაქვთ, შეგიძლიათ 1-2 კვირის შემდეგ გრიპის ვაქცინა გაიკეთოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.