შეიზღუდება თუ არა უქმე დღეებში ტრანსპორტის მოძრაობა

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ 4-11 მაისს გამოცხადებული უქმე დღები ტრანსპორტის მოძრაობას არ ეხება. 

"ეს [უქმე დღეები 4-11 მაისი] არ ეხება ტრანსპორტს, ეს ეხება დასვენების დღეებს. ამ შემთხვევაში დეტალები დაზუსტდება და გახდება ცნობილი საჯარო და კერძო სფეროებისთვის დამატებით" - თქვა გაბუნიამ. 

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება. ამასთან, საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს.