შეკვეთილის ტერიტორიაზე სათევზაოდ გასული თევზსაჭერი ჩაიძირა

შეკვეთილის ტერიტორიაზე სათევზაოდ გასული თევზსაჭერი „განთიადი“ დაახლოებით ღამით ჩაიძირა. ამ დროისთვის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში report.ge-ს განუცხადეს მათთან ზარი 01:50 წუთზე შევიდა. შეკვეთილის საზღვაო რაიონში მყოფმა თევზმჭერმა გემმა „განთიადმა“ დახმარება ითხოვა. ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. მათ გემის კორპუსი დაუზიანდათ, რის გამოც მოგვიანებით ჩაიძირა. ეკიპაჟის წევრები მათთან ახლოს მყოფმა თევზსაჭერმა გემმა „ვიქტორიამ“ გადაარჩინა და ფოთის საზღვაო ნავსადგურში გადაიყვანა, ინციდენტზე მოკვლევა უკვე დაწყებულია.