შემოსავლების სამსახური საზღვრის კვეთის რეგულაციებს აქვეყნებს

შემოსავლების სამსახური COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებს აქვეყნებს.

უწყების ცნობით, კოვიდვაქცინით საქართველოში შემოსვლა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს ნებისმიერი ქვეყნიდან, რისთვისაც:

საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში - ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი;

საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში - ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი და ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.

* გარდა ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირისა (მოქალაქეობის და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ასევე იმ პირების, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია. ისინი ექვემდებარებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს (უცხოელის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით).

კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლა

საქართველოს მოქალაქეებისათვის

  1. საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით;
  2. საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში – დაექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას);

უცხოელებისათვის

საქართველოში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემოსვლის უფლება აქვს ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნებში ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს:

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები

  1. ისრაელის სახელმწიფო
  2. თურქეთის რესპუბლიკა
  3. შვეიცარიის კონფედერაცია
  4. ნორვეგიის სამეფო
  5. ამერიკის შეერთებული შტატები
  6. კანადა
  7. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
  8. საუდის არაბეთის სამეფო
  9. კატარის სახელმწიფო
  10. ქუვეითის სახელმწიფო
  11. არაბთა გაერთიანებული საამიროები
  12. ბაჰრეინის სამეფო
  13. სომხეთის რესპუბლიკა
  14. აზერბაიჯანის რესპუბლიკა
  15. უკრაინა
  16. მოლდოვის რესპუბლიკა
  17. ყაზახეთის რესპუბლიკა
  18. რუსეთის ფედერაცია
  19. ბელარუსის რესპუბლიკა
  20. უზბეკეთის რესპუბლიკა
  21. ტაჯიკეთის რესპუბლიკა
  22. ყირგიზეთის რესპუბლიკა
  23. თურქმენეთი
  24. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
  25. იაპონია
  26. კორეის რესპუბლიკა
  27. ომანის სასულთნო

საქართველოში შემოსასვლელად ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:]

საქართველოში უნდა გამოემგზავრონ ამავე ქვეყნებიდან, მათ შორის, მესამე ქვეყნების ტრანზიტული მგზავრობისთვის გამოყენების უფლებით;