შემოგვღობეთ აწი და დაგვაწერეთ ადამიანებისთვის საშიში ტერიტორია - ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს, რომ SOS ღილაკიან აპლიკაციებს უცხოელები დღეს განსაკუთრებულად აქტიურად იწერენ, რადგან დღევანდელი შემთხვევის გამო თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ. 

მისი თქმით, გარდაცვლილი შანა ბრუკი გაუპატიურებულია, ხოლო საქართველო ადამიანებისთვის საშიში ტერიტორია. 

"რა ტურიზმი და რა ევროკავშირი?! შემოგვღობეთ აწი და დაგვაწერეთ, რომ ადამიანებისთვის საშიში ტერიტორიაა. მადლობა ქოცებს, 5-6 ივლისს ყველა მოძალადეს მწვანე რომ აუნთო.

ახლა ვითვალოთ გვამები - ეს უკვე მეორე გაუპატიურებული და გარდაცვლილი უცხოელი ქალია ამ ზაფხულს", - წერს ბაია პატარაია.