საქართველოში კორონავირუსის 227 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 227-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში COVID-19 კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში კორონავირუსით 3 ადამიანია გარდაცვლილი.