შემზარავი ავარია მცხეთაში - დაღუპულია 3 ახალგაზრდა

მცხეთასთან ავარიას სამი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანა, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ გზის სავალ ნაწილიდან მდინარე მტკვარში, დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. მათი ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 15 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს 6-კაციანი ჯგუფი.

უწყების ცნობით, მყვინთავები დაუყოვნებლივ ჩავიდნენ 30 მეტრის სიღრმის ხევში და დაიწყეს სამაშველო-სამძებრო სამუშაოები. პარალელურად, დრონის მეშვეობით მიმდინარეობდა ხეობისს მონიტორინგი. მყვინთავი-მაშველების უწყვეტი სამუშაოების შედეგად სამივე ცხედრის პოვნა და ამოსვენება მალევე მოხერხდა.