"შენ გაიხარე უცნობო ადამიანო" - რა დახვდა მაქარაშვილს საწყობთან

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, მოქალაქეების დასახმარებლად სოციალური კამპანია წამოიწყო, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 

,,დილიდან გადარბენა გვქონდა და საწყობთან მისულებს პროდუქტები დაგვხვდა

შენ გაიხარე უცნობო ადამიანო.

არც სახელი ვიცით შენი და არც გვარი, მაგრამ, ვინც არ უნდა იყო და რაც არ უნდა გერქვას, მადლობა.

ჩემო კარგო ქვეყანავ", - წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.