შეზღუდვები, რომელიც ხვალიდან მოიხსნება

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი ხვალიდან, 8 მარტიდან იხსნება. 

მათ შორის:

სამთო კურორტებზე გაიხსნება საბაგიროები;

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ (შაბათ-კვირის გარდა);

არასასურსათო საცალო ვაჭრობა განახლდება ყოველდღიურ რეჟიმში, შაბათ-კვირის ჩათვლით. იმუშავებენ როგორც მოლები, ასევე ბაზრობები. 

ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა.