წალენჯიხაში, ჯვარის ტყეში ხანძარია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის ტყეში ხანძარია. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. 

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა 20-კაციანი ჯგუფი. 

მათივე ინფორმაციიით, ცეცხლის კერასთან ახლოს არ არის დასახლებული პუნქტი და ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. 

ამ ეტაპზე, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.