შილდიდან გაუჩინარებული 15 წლის გოგო, პოლიციამ თბილისში იპოვა

სოფელ შილდიდან გაუჩინარებული 15 წლის გოგო, პოლიციამ თბილისში იპოვა. ინფორმაცია ამის შესახებ report.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გოგონა მეგობრის სახლში იმყოფებოდა. ის უვნებელია და თავს კარგად გრძნობს. 

გავრცელებული ინფორმაციით მოზარდს თან, სრულწლოვანი, ახალგაზრდა მამაკაცი ახლდა. ორივე პოლიციის სამმართველოში არიან გადაყვანილი. თუმცა ოფიციალურად ამ ფაქტს შსს-ს არ ადასტურებს. 

გოგონა გუშინ, სკოლაში გაკვეთილებს დაესწრო, ამის შემდეგ კი ნაცნობებმა ის თბილისში უცნობ მამაკაცთან ერთად დააფიქსირეს.

ფაქტზე გამოძიება 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.