შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება

ქუთაისში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს, 14 ივნისს დასაქმების ფორუმი გაიმართება. მისი სლოგანი "შენ ძეგიძლია" იქნება. 

დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს საშუალო და მსხვილი კომპანიები ვაკანსიებს შეთავაზებენ. მათ შორის იქნება სამომხმარებლო, გაყიდვების, სადაზღვევო, კვების წარმოებისა და ვაჭრობა-სურსათის სფეროები. 

ფორუმის მხარდამჭერი ქუთაისის მერიაა. ის ოქროს ჩარდახის ტერიტორიაზე გაიმართება, 12:30 საათიდან დაიწყება და რამდენიმე საათს გასტანს.