შსს: აქციაზე დაკავებულია 37 პირი, დაშავებულია 2 სამართალდამცველი

სამართალდამცავებმა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის აქციის წევრებისგან გათავისუფლების პროცესში 37 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო უწყება ავრცელებს. შსს-ს ცნობით, დაშავებულია აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცავი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.

დღეს, რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ,"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.