შსს-მ დავით კირკიტაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

რუსთავში, დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ძალადობის ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაწყებული.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან რამდენიმე პირმა დავით კირკიტაძეზე და მის თანმხლებ პირებზე იძალადეს. დაზარალებული პირები პოლიციამ უკვე გამოკითხა. პარტიის წარმომადგენლების თქმით, მოძალადეები "ცოცხების აქციის" მონაწილეები იყვნენ, რომელიც 1 კვირის წინ გაიმართა.