შსს: პარლამენტის წინ აქციაზე 5500 მონაწილე იყო

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს ჟურნალისტებს.

შსს-ს ინფორმაციით, დღევანდელ აქციაზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 5500 აქციის მონაწილე იყო, რესპუბლიკის მოედანზე - 1500, ხოლო ბათუმში - 50 მოქალაქე.

 საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის,  ვაჟა სირაძის ინფორმაციითვე,ამ დროისთვის, სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

"იყო მცირედი დაპირისპირებები, თუმცა აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს",- განაცხადა ვაჟა სირაძემ.