შსს-ს საგამოცდო მოტოპარკი განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მოტოპარკი 16 მოტოციკლით განაახლა. 

ახალი, "KAWASAKI”-ის მარკის მოტოციკლები სრულად შეესაბამება ევროსტანდარტებს და აღჭურვილია ყველა საჭირო დამცავი მექანიზმით, რაც საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფს.

"დაინტერესებულ პირებს "A"/"A1" კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში შეეძლებათ", - აცხადებენ შსს-ში.