შსს-ს სხვადასხვა დანაყოფში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა

14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დროშის

აღმართვის ცერემონია გაიმართა.

საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა.

დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.

დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად.