შსს: საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამი პირია დაკავებული.

უწყების ცნობით, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.

ცნობისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ოქმების განხილვის პროცესი აქციების ფონზე მიმდინარეობს. აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.