შსს-სთან საპროტესტო აქცია იმართება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ორგანიზებით იმართება. 

როგორც "სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა აცხადებს, შს მინისტრს მორალური უფლება არ აქვს, რომ თანამდებობაზე იყოს და ის უნდა გადადგეს. აქციას შვილმკვდარი მშობლები, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილი შეურთდა. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს.

ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.