შუქი გაითიშება - "ენერგო-პრო" აბონენტებს აფრთხილებს

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 იანვარს 11:00-დან 12:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, წყაროთუბანი, ხევსურთსოფელი, გუდანელები. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

ამასთან, 12:00-დან 13:30 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ სოფლებს- მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, დორეულები, ქვემო ნაქალაქარი, ვეძათხევა, ზურაბები, საჯინიბო, სიონი; 13:00-დან 14:30 საათამდე - სოფლებს სიმონიანთხევი, თოლენჯი, გორანა, ნადოკრა, ბალებისხევი, ალოტი, ევჟენტი, სიონთგორი, სიმხევი, კვირიისხევი და მიმდებარე სოფლებს; 14:30-დან 16:00 საათამდე - სოფლებს ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტანი, დულუზაურები, ჭურჭელაურები, ლიშო, მამადაანები, გოჯიაანები, კვერნაულა, სხლოვანი, ჭიაურა, ქუშხევი, ღორღა; 14:30-დან 16:30 საათამდე - სოფლებს ტუშურები, ზარიძეები, იარაჯულები, ხოფცა, საკრეჭიო, ვერხველი, კახოიანები, ჯერვალიძეები და მიმდებარე სოფლებს.

11:00-დან 16:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭოპორტი, დავათი, მაღრანი, ნოკორნა, წითურები, ქვემო ღარისწყალა, ნოჯიკეთი, კოშკასყელი, ლაფანაანთკარი, ბულაჩაური, აბანოსხევი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.