შუქი გაითიშება - "ენერგო-პრო" აბონენტებს აფრთხილებს

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ნოემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში ზაქარია მაისურაძის, პატარა ტბის, გულისაშვილის, ინგუშეთის და მიმდებარე ქუჩებზე. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

ასევე 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში, დიდ დიღომში, ტოიოტას ცენტრის მიმდებარედ, ჩალიპირებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:00-დან 11:30 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში არშა, სიონი, გარბანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში ხურთისი, გორისციხე, ტყარშეტი, გველეთი, ფხელშე და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში წითელსოფელი, ჩანადირთკარი, ბულაჩაურის აგარაკები, ქუბრიაანთ აგარაკები, ლაშარის ჯვარი, ლაზვიანი, ბოდორნა და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ზარიძეები, ტუშურები, ხოფცა, ალაჭანი, კახოიანები, ღორღა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.