შუქი გაითიშება - "ენერგო-პრო" აბონენტებს აფრთხილებს

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 დეკემბერს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონში: ანანური, ზოტიკიანთკარი, ფიტავი, პავლეური, დგნალი და მიმდებარე სოფლებში. 

ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

ამასთან, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება ნატახტარში; ასევე, 15:00 საათიდან 16:00 საათამდე მცხეთის რაიონის სოფლებში: საგურამო, ახალსოფელი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.