შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მანავის, ლერწმის და ბოლნისის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ბელიაშვილის, ლუბლიანას, ტერევენკოს, ბოცვაძის, დისევის, ბოხუას და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების და სოფელი დიდი ლილოს მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.