შუქი გაითიშება - "ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს 08:30 საათიდან 09:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში ცდო, სტეფანწმინდა, გველეთი, გერგეტი, დარიალი, და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ხეობა, კლდე, წითელი კლდე, ჩინთი, კენჭაკლდე, ქუმლისციხე და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 19:00 საათამდე თიანეთის რაიონის სოფლებში ბოჭორმა, ომარაულები და ფიჭვიანი; 15:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მსხალდიდი, მუხათწყარო, ნახშირგორა, ლისი და მიმდებარე სოფლებში.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.