1 დაღუპული და 12 დაშავებული - ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო შეეჯახნენ

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და სატვირთო შეეჯახა, რის გამოც 1 ადამიანი გარდაიცვალა და 12 კი დაშავდა. 

როგორც report.ge-ს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, დაშავებულთა შორის 1 არასრულწლოვანიცაა. 

მათივე ცნობით, დაშავებულები სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკებში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.