გორში ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს - VIDEO

გორში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს.

შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში პარტიის წევრი, ბადრი ბასიშვილი წერს და ვიდეოს აქვეყნებს. 

წინასწარი ინფორმაციით, ჩამსხვრეულია შენობის მინები, დარბეულია შიდა სივრცე და დაზიანებულია ინვენტარი.

,,ეს უკვე მეექვსე ფაქტია ოფისზე თავდასხმის 2012 წლიდან!" - წერს ბადრი ბასიშვილი სოციალურ ქსელში.

report.ge მომხდარის დეტალებს არკვევს.