აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში ექვსი წლის ბავშვი გადმოიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან, გალის რაიონის სოფელ საბერიოდან ხეჩინაშვილის კლინიკის დამწვრობის ცენტრში ექვსი წლის ბავშვი გადმოიყვანეს.

როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ report.ge-ს განუცხადა, მცირეწლოვანს სხეულის 20% აქვს დამწვარი და ის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

მისივე ინფორმაციით, პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

,,სტაბილურობას ვინარჩუნებთ, მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. სხეულის 20% აქვს დაზიანებული, მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს. დამწვარია, ზურგი, ზემო და ქვემო კიდურები. ადუღებული წყლით არის დამწვარი, შემოყვანილ იქნა გადაუდებელი დახმარების ბრიგადით", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.