სიღნაღში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულია კიდევ რამდენიმე მგზავრი.~

შემთხვევა წნორი-ჯუგაანი-ტიბაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

„მერსედესისა“ და „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ, რა დროსაც ადგილზე, სოფელ საქობოში მცხოვრები კაცი გარდაიცვალა. 

მიკროავტობუსის ხუთი მგზავრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. 

გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.