"სილქნეტის" მომხმარებლების ნაწილს ინტერნეტის მიწოდება შეუწყდა

კომპანია "სილქნეტის" მომხმარებლებს ინტერნეტის მიწოდება რამდენიმე საათის განმავლობაში შეუწყდათ. ამის მიზეზი პროვაიდერში არ განუმარტავთ, თუმცა აღნიშნეს, რომ მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. 

"კომპანიის სპეციალისტები საგანგებო რეჟიმში აწარმოებენ სამუშაოებს, რათა სერვისი აღდგეს უმოკლეს ვადებში.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია "სილქნეტის" განცხადებაში.