სიმართლე უნდა ითქვას, დრო მოვიდა, ვაღიაროთ! - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელის პპირად გვერდზე წერს, რომ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მსგავსად პოსტ-კოვიდური მდგომარეობაც უნდა აღირიცხოს და აისახოს სტატისტიკურ მონაცემებში.

"პოსტ-კოვიდი უნდა იქნას “აღრიცხული” ისევ როგორც კოვიდ ინფიცირებულები და კოვიდ გარდაცვლილები!

 ჩვენ შევედით გლობალურ პოსტკოვიდურ ეპოკაში. სიმართლე უნდა ითქვას და დრო მოვიდა რომ ვაღიაროთ რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა არის ჯანდაცვის სფეროს ახალი უმძიმესი გამოწვევა.

 დღესდღეობით ერთადერთი გზა რომ შევაჩეროთ პოსტკოვიდური ეპიდემია ეს არის ფაიზერით ვაქცინაცია მოსახლეობის 90% და სამედიცინო პირბადის გამოყენება! სხვა ალტერნატივა არ არსებობს" - წერს ფხაკაძე და ჟურნალ "საიენსის" მასალას აქვეყნებს