"სირცხვილიამ" ლექსო ლაშქარავას ხსოვნას პატივი მიაგო

მოძრაობამ "სირცხვილია" ლექსო ლაშქარავას ხსოვნას პატივი მიაგო. მათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობრივი აქციის მოვლენების შემდეგ დაღუპული ოპერატორის ფოტოები გამოფინეს და სანთლები დაანთეს.

"დღეს ლექსო ლაშქარავა 38 წლის გახდებოდა. ლექსოს მკვლელობიდან 4 თვის შემდეგ, ორგანიზებული ძალადობის ხელმძღვანელები კვლავ დაუსჯელები არიან. 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არავის აუღია", - ამბობენ "სირცხვილიაში".