ახმეტაში 84 წლის კაცის ცხედარი იპოვეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში 84 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. 

ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი დააყაჩაღეს და შემდეგ მოკლეს.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

უწყების ცნობით, ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და თუ მკვლელობის ნიშნები გამოიკვეთა, გამოძიების მუხლი გადაკვალიფიცირდება.