საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 10:30 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხეჩილიდან 6 კილომეტრში დაფიქსირდა. 

მიწისძვრის სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.