"სითი მოლში" ევაკუაცია გამოცხადდა

საბურთალოს City mall-ში ევაკუაცია გამოცხადდა. ევაკუაციის მიზეზი შენობის მე-4 სართულზე დაკვამლიანება გახდა.

როგორც "სითი მოლის" პრესსამსახურში აცხადებენ, შენობის მეოთხე სართულზე დაკვამლიანება იყო, რის გამოც შენობა დაიცალა. დაკვამლიანების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. 

სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები და სტუმრები აცხადებენ, რომ ცეცხლი, სავარაუდოდ, მოლში მდებარე ერთ-ერთ კვების ობიექტში გაჩნდა, რის გამოც მათ შენობის დატოვება მოსთხოვეს. 

ადგილზე სახანძრო და საპატრული ეკიპაჟები მუშაობენ.