"სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს" - რას წერს კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პრეზიდენტის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება და წერს, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველი უნდა აცრილიყო.

,,კარგია, პირველი უნდა აცრილიყო პრეზიდენტი! სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს", - წერს კულუმბეგოვი. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი 18 მარტს კოვიდსაწინააღმდეგო ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი გუშინ, 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე მედიკოსები აიცრებიან.

ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო.