კახეთის გზატკეცილზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. გარდაცვლილია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.