სქი-ქროსში მსოფლიო თასის ჩემპიონატის უსაფრთხოებას დაცვის პოლიცია უზრუნველყოფს

სქი-ქროსში და სნოუბორდ ქროსში მსოფლიო თასის ჩემპიონატის უსაფრთხოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია უზრუნველყოფს.

შეჯიბრი ბაკურიანში, დიდველის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით იმართება. 

სქი-ქროსში და სნოუბორდ ქროსში მსოფლიო თასის ეტაპის ფარგლებში, 11 ქვეყნის 51 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას (ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, ბრიტანეთი, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, აშშ, საფრანგეთი, გერმანია).

მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებს საქართველოს სამთო კურორტი პირველად მასპინძლობს.